• გაზაფხულია!

  • შატო თელავის ღვინო "კაბერნე როზე" საუკეთესო არჩევანია საგაზაფხულო სეზონისათვის. მიირთვით ჩაციებული: ხილთან და ტკბილეულთან.
       
     
       
  • ახალი ღვინის ფესტივალი
  •    2012წ. 12 მაისს კომპანია შატო თელავი, ღვინის მოყვარულ საზოგადოებას წარუდგენს თავის ახალ ღვინოს "კარბერნე როზე"-ს, როემლიც დამზადებულია კომპანიის ვენახებში (ნაფარეულის მიკროზონა) მოყვანილი კაბერნეს ჯიშის ყურძნისგან, ვიმედოვნებთ აღნიშნული პროდუქტი დიდ მოწონებას დაიმსახურებს ღვინის ექსპერტთა და მოყვარულთა წრეში.
       
     
       
  • 11 მაისს, ეროვნული ბიზნეს დაჯილდოვება "მერკური 2012"-ზე
  • კომპანია შატო თელავი წლის აგრობიზნესის სამ ნომინანტს შორის მოხვდა.
       
     
       
  • ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი "საქართველო ღვინის სამშობლო"
  •    8-9-10 მაისი 2012წ. - კომპანია აღნიშნულ კონკურსზე წარსდგება ღვინის სამ სახეობით
    ქინძმარაული - ნომინაციაში: ნახევრად თკბილი წითელი ღვინო.
    მუკუზანი - ნომინაციაში: წითელი მშრალი ღვინო.
    წინანდალი - ნომინაციაში: თეთრი მშრალი ღვინო.
       
     
       
  • ISO 22000:2005 | ISO 9001:2008 - საერთაშორისო სერთიფიკატები
  •    კომპანიამ მიიღო მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატები.
       
     
       
  • "დიპლომი - ყველაზე აქტიური ქველმოქმედი პარტნიორი"
  •    საბავშვო სტუდია "გვირილა"-ს საახალწლო კონცერტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის - "შატო თელავი" დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
       
     
       
  • "ქართული ბრენდის დღე–2011"
  •    22 დეკემბერს, 19 საათზე, ,,შერატონ მეტეხი პალასში'' გაიმართა წლის გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი. ,,ქართული ბრენდის დღე''
       ,,ქართული ბრენდის დღის'' ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი''. მან კომპანია "შატო თელავი" - წლის "წარმატებულ ახალ სახელ"-ად აღიარა.
       
     
       
  • შატო თელავი - გუდვილში
  •    კომპანია "შატო თელავი" სასიამოვნო სიახლეებით ხვდება დამდეგ დღესასწაულებს: 20 დეკემბრიდან ჩვენი ღვინოები გაიყიდება გუდვილის ჰიპერმარკეტების ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
       გუდვილი დიღომში - ფარნავაზ მეფის გამზირი №1
       პიქსელი - ჭავჭავაძის გამზ. 34
       ქარვასლა - დადიანის №7
       თბილსი ცენტრალი - ვაგზლის მოედანი 2
       
     
       
  • ღვინის გამოფენა - დეგუსტაცია
  •    შატო თელავი აქტირუად ღებულობს მონაწილეობას საქართველოს მასშტაით გამართულ ღვინის ფესტივალებსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიიზებულ ღონისძიებებში, Invest In Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ღვინის გამოფენაზე დიდი დაინტერესება მოიპოვა როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუმრებს შორის [25-26 ნოემბერი 2011წ.], ასევე თბილისის მერიის ეგიდით Holiday Inn-ში გამართულ ღვინის დეგუსტაციაში [9 დეკემბერი 2011].
       
     
       
  • საერთაშორისო ღვინის გამოფენა კიევში
  • 2-4 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო ღვინის გამოფენა უკრაინაში სადაც შატო თელავი თავისი ინდივიდუალური სტენდით წარსდგა და წარმოადგინა წელს ჩამოსხმული ღვინოები, რითაც დიდი შეფასება დაიმსახურა უკრაინელი დეგუსტატორებისგან. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ ნახევრად ტკბილი ღვინოები: ”ქინძმარაული”, ”ალაზნის ველი”.
       
     
       
  • IML(International Medical Laboratories Ltd.) სტუმრობს შატო თელავს
  •    საერთშორისო სამედიცინო ლაბორატორიის თანამშრომლები ეწვივნენ შატო ტელავის ქარხანას, დააგემოვნეს თვიანთი ხელით ამოვლებული ჩურჩხელები, კახური დედას პურებები, საწნახელში დაწურული ყურძნის წვენი და კახური ჭაჭა.
       
     
       
  • Wissol-ი სტუმრად შატო თელავის ქარხანაში
  •      
     
       
  • დელეგაცია უკრაინიდან კახეთში - ღვინის ტური
  •    უკრაინელი სტუმრები კახელების მასპინძლობით ფრიად კმაყოფილები დარჩნენ, იმდენად დაინტერესდნენ ღვინის მოვლა-დაყენების ტექნოლოგიით, რომ თვითონაც მოსინჯეს ძალები რთველსა და საწნახელზე, შემდეგ დააგემოვნეს კახური დედას პური და ჩურჩხელა, არანაკლები ყურადღება მიიპყრო კახური ჭაჭის დაგემოვნებამ და გამოხდის ხელოვნებამ.
     
     
    1  |  2  
    მთავარი | ისტორია | ვაზი | ვინიფიკაცია | ჩვენს შესახებ | ტარიფები | კონტაქტი